დღეს ტექნოლოგიური მხარდაჭერისა და პროგრამული უზრუნველყოფის გარეშე ნებისმიერი ბიზნესის ფუნქციონირება წარმოუდგენელია. არ აქვს მნიშვნელობა რომელ ინდუსტრიაში საქმიანობს კომპანია, მსხვილი ბიზნესია თუ მცირე, გამართულ პროცესებს მხოლოდ გამართული ციფრული გარემო უზრუნველყოფს. ყოველდღიური ოპერაციების ეფექტურად სამართავად კომპანიები ERP სისტემას, საწარმოო რესურსების დაგეგმარების ინსტრუმენტს იყენებენ. ERP სისტემის დანერგვა კომპანიაში გულისხმობს ბუღალტერიის, გაყიდვების, შესყიდვების, პროექტების, რისკების, მიწოდების ჯაჭვისა და სხვა ბიზნესისთვის კრიტიკული პროცესის ერთიან სისტემაში თავმოყრასა და მართვას. 

ERP სისტემის დანერგვა, თავის მხრივ, საჭიროებს ფინანსური რესურსების მობილიზებას, რაც უმთავრესი გამოწვევაა საშუალო და მზარდი ბიზნესებისთვის. თუმცა SAP Business One არის პროდუქტი, რომელიც სწორედ ამ სეგმენტისთვის შეიქმნა და დღეს მსოფლიო ბაზარზე SAP-ის  ყველაზე მოთხოვნად პროგრამულ უზრუნველყოფას წარმოადგენს. 

SAP Business One ორიენტირებულია მცირე, საშუალო და მზარდ კომპანიებში საოპერაციო პროცესების აღრიცხვასა და ავტომატიზაციაზე. ისთქვენს ბიზნესს მისცემს საშუალებას პროცესები გახდეს მეტად გამჭვირვალე, აღმოაჩინოთ დაფარული და საყურადღებო არეები თქვენს ოპერაციებში და გააუმჯობესოთ ბიზნესის ფუნქციონირების ყველა ასპექტი. SAP B1-ის ფუნქციონალი ძალიან მოქნილი და მრავალფეროვანია, ამიტომ ერთ სტატიაში შეუძლებელია მის ყველა მოდულზე დეტალურად ვისაუბროთ, თუმცა დღეს შეგიძლიათ მის 4 ძირითად მოდულს გაეცნოთ, მის სხვა შესაძლებლობებზე კი მომდევნო ბლოგში ვისაუბრებთ. 


SAP Business One-ის 4 ძირითადი მოდული

ფინანსური მენეჯმენტი - ეს არის ERP სისტემის საბაზისო ფუნქციონალი, რომელიც დაგეხმარებათ მართოთ ბუღალტერია, ფინანსური სახსრები და ფინანსური ტრანზაქციები. თუ თქვენი მიზანია ფინანსური ეფექტურობის მიღწევა და მისი ოპტიმიზაცია, სისტემაში თავმოყრილი მონაცემებით თქვენ შეძლებთ დაინახოთ ზუსტი სურათი რეალურ დროში. ფინანსური მენეჯმენტის მოდული საშუალებას მოგცემთ 

  • თავად გაწეროთ წესები ბუღალტრული ოპერაციებისთვის
  • შეარჩიოთ საბუღალტრო გატარებების ჟურნალი, შაბლონი, რომელსაც ციფრულად აწარმოებთ 
  • მართოთ ბიუჯეტი 
  • აღრიცხოთ ხარჯები 
  • აღრიცხოთ შემომავალი და გამავალი გადახდები 
  • დაამუშაოთ საბანკო ამონაწერები
  • დააგენერიროთ ფინანსური რეპორტები, მათ შორის ბალანსის ანგარიშგება, ფულადი ნაკადების ანგარიშგება და სხვა. 
  • მართოთ ძირითადი საშუალებები: აწარმოოთ ცნობარი, ავტომატურად უზრუნველყოთ მათი კაპიტალიზაცია, ჩამოწერა, ცვეთის დარიცხვა ან გადაფასება და აწარმოოთ რეპორტინგი. 

გაყიდვები - აღნიშნული ფუნქციონალის საშუალებით კომპანია ახდენს გაყიდვების სრული პროცესის ავტომატიზაციას. გარდა იმისა, რომ კომპანია სისტემაში ხედავს გაყიდვების რეალურ სურათს, ის ცვლის სამომხმარებლო გამოცდილებას და ერთგვარ კონკურენტულ უპირატესობას ქმნის ბიზნესისთვის. გაყიდვების მოდული აერთიანებს შემდეგ ფუნქციებს:

  • ინვოისისა და ხელშეკრულების წარმოება 
  • დარიცხული ავანსის აღრიცხვა 
  • უკან დაბრუნების აღრიცხვა და გაყიდვების კორექტირება 
  • მთლიანი მოგების გაანგარიშება
  • CRM

შესყიდვები - SAP B1 კომპანიებს საშუალებას აძლევს ციფრულად მართონ შესყიდვების სრული ციკლი, რაც აუმჯობესებს და გარდაქმნის ამ გამოცდილებას. ის ეხმარება ბიზნესს ისეთი ამოცანების ავტომატიზაციაში, როგორიცაა შეკვეთების შექმნა, გამყიდველთან ურთიერთობის მართვა, ინვოისებისა და ანაზღაურების დამუშავება. შესყიდვების მოდული ინტეგრირებულია მარაგების მართვის მოდულთან, რაც ბიზნესს საშუალებას აძლევს აკონტროლონ მარაგების დონე, დაგეგმონ შესყიდვები მოთხოვნის საფუძველზე და შეინარჩუნონ მარაგის ოპტიმალური რაოდენობა. რეალურ დროში ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობით, შესყიდვების მოდული ხელს უწყობს ხარჯების კონტროლს და ოპტიმიზაციას. შესყიდვების მოდული აერთიანებს შემდეგ ფუნქციებს: 

  • შეკვეთის გაკეთება
  • შესყიდვის ხელშეკრულებისა და ინვოისის წარმოება
  • ავანსის აღრიცხვა შესყიდვების პროცესში
  • დამატებითი ხარჯების განაწილება შესყიდვებზე
  • უკან დაბრუნების აღრიცხვა ან შესყიდვის კორექტირება

წარმოება - წარმოების პროცესი საკმაოდ კომპლექსურია და დიჯიტალიზაციის გარეშე, უკვე რთულად წარმოსადგენია მისი ეფექტურად მართვა. SAP B1-ის წარმოების მოდული კომპანიებს ეხმარება განსაზღვრონ წარმოების მოცულობა და დროულობა, რაც იმას ნიშნავს რომ თქვენ ზუსტად გეცოდინებათ როდის და რამდენი პროდუქტი უნდა აწარმოოთ, რა ნედლეულია ამისათვის საჭირო და ა.შ. მოდული აერთიანებს ისეთ ფუნქციონალს, როგორიცაა: 

  • რეცეპტების ცნობარის წარმოება
  • შეკვეთების წარმოება
  • წარმოებისთვის საჭირო ნედლეულის ჩამოწერა
  • წარმოებიდან საბოლოო პროდუქტის მიღება

RSM საქართველო სოლუშენსის გუნდს SAP Business 1-ის დანერგვის თითქმის 10 წლიანი ისტორია აქვს ქართულ ბაზარზე. კლიენტი კომპანიის საჭიროებიდან გამომდინარე, ჩვენ უზრუნველვყობთ  როგორც დეველოპმენტს, ასევე დანერგვასა და გრძელვადიან მხარდაჭერას. ჩვენი პროექტები მოიცავს სხვადასხვა პლატფორმებთან ან სისტემებთან SAP B1-ის ინტეგრაციას, თანამშრომლების დატრენინგებას და სხვა მათ საჭიროებებზე მორგებულ სერვისებს. დამატებითი უფასო კონსულტაციისთვის, დაგვიტოვეთ საკონტაქტო. 

დაგვიტოვეთ საკონტაქტო

SAP Business one-თან დაკავშირებული უფასო კონსულტაციის მისაღებად