RSM საქართველო სოლუშენსი 2016 წლიდან კომპანიებს ადგილობრივ ბაზარზე სთავაზობს ციფრულ გადაწყვეტილებებს, მათ დეველოპმენტს, დანერგვასა და გრძელვადიან მხარდაჭერას. ამ წლების მანძილზე კომპანიას უამრავი პროექტი აქვს განხორციელებული სხვადასხვა ინდუსტრიაში - ERP გადაწყვეტილებები დავნერგეთ კლიენტებთან წარმოების, საცალო და საბითუმო გაყიდვების, მშენებლობის, უძრავი ქონების, ლოჯისტიკის მიმართულებით, თუმცა ამჯერად გვინდა აქცენტი გავაკეთოთ სტუმარმასპინძლობის ინდუსტრიაზე. კომპანიებს აღნიშნულ სფეროში განსხვავებული გამოწვევები და საჭიროებები აქვთ, რაც მოითხოვს სპეციალიზებულ ტექნოლოგიურ გადაწყვეტას და დღეს გვინდა სწორედ ამ თემაზე გესაუბროთ.  
უკანასკნელი წლების მანძილზე საქართველოში ტურიზმი და სტუმარმასპინძლობა მნიშვნელოვნად განვითარდა. ბაზარზე გამოჩნდნენ საერთაშორისო წამყვანი ბრენდები, შესაბამისად კონკურენცია ახალ საფეხურზე გადავიდა. გამართული ციფრული სისტემების გარეშე სასტუმროში არსებული ყველა პროცესის ეფექტურად მართვა შეუძლებელი გახდა. თუმცა ტექნოლოგიური განვითარების გზაზე რთულია იპოვნო ერთის მხრივ სანდო და საიმედო პარტნიორი, რომელსაც ზუსტად ესმის შენი ბიზნესის საჭიროებები, მეორე მხრივ კი აღმოაჩინო პროგრამული უზრუნველყოფა, რომელსაც ამ საჭიროებების ტექნიკური მოგვარება შეუძლია.  
RSM Georgia Solutions-ის მიერ განხორციელებული უამრავი წარმატებული პროექტი სტუმარმასპინძლობის ინდუსტრიაში უფლებას გვაძლევს ვთქვათ, რომ ჩვენ ზუსტად ვიცით რა გამოწვევებისა და საჭიროებების წინაშე დგანან სასტუმროები. დღეს მოგიყვებით, როგორ ვპასუხობთ ამ ინდუსტრიაში კომპანიების ციფრულ საჭიროებებს და რატომ არის SAP Business one საუკეთესო ERP სისტემა სასტუმროს მენეჯმენტისთვის. 

რატომ არის SAP Business One საუკეთესო ERP გადაწყვეტა სასტუმროებისთვის? 
SAP Business One-ის ფუნქციონალი საკმაოდ მრავალფეროვანია და ერგება კომპანიების საჭიროებებს თითქმის ყველა ინდუსტრიაში.  ის აერთიანებს ისეთ მოდულებს, როგორიცაა ფინანსური მენეჯმენტი, გაყიდვები, შესყიდვები, წარმოება,  ხელფასებისა და ადამიანური რესურსების ადმინისტრირება, ძირითადი საშუალებების აღრიცხვა, რეპორტინგი და ა.შ.. თუმცა სტუმარმასპინძლობის ინდუსტრიის სპეციფიკიდან გამომდინარე, სასტუმროებს სტანდარტულ ფუნქციონალთან ერთად, განსხვავებული საჭიროებები და შესაბამისად დამატებითი მოთხოვნები აქვთ.  
ალბათ ყველა ვთანხმდებით, რომ როდესაც სასტუმროების გამართულ ფუნქციონირებასა და საოპერაციო გარემოზე ვსაუბრობთ, მის უკან აუცილებლად დგას სხვადასხვა პროგრამული უზრუნველყოფა. ამ ინდუსტრიაში კომპანიები სპეციალიზებულ სოფტებს, ე.წ. HoReCa System-ს ირჩევენ, რომელიც ჯავშნებისა და ოთახების მართვის შესაძლებლობას იძლევა, თუმცა მისი ფუნქციონალი, რა თქმა უნდა, შეზღუდულია და არ მოიცავს ფინანსური მენეჯმენტისთვის საჭირო ამოცანების შესრულებას. ამ შემთხვევაში, სასტუმროს სჭირდება თავის ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგებული ERP სისტემა, რომელიც HoReCa System-თან იქნება ინტეგრირებული და შეძლებს შექმნას სრული ფინანსური სურათი.  

SAP Business One-ის Front Desk Management სისტემებთან ინტეგრაცია
SAP Business One-ი გვაძლევს შესაძლებლობას რომ ის დავაინტეგრიროთ სასტუმროში არსებულ ნებისმიერ პროგრამულ უზრუნველყოფასთან (მათ შორის Opera, Fidelio, Micros, Materials Control და სხვა). სისტემაში, წინასწარ გაწერილი წესების შესაბამისად, ავტომატურად ხორციელდება ყველა ფინანსური და საბუღალტრო გატარება. SAP B1-ის სასტუმროს სოფტთან ინტეგრაციით, ერთი კლიკით ხდება ყველა მონაცემის მიგრაცია პროგრამებს შორის, რაც მნიშვნელოვნად ამცირებს პროცესისთვის საჭირო დროს, ათავისუფლებს თანამშრომლების რესურსს და ამავდროულად გამორიცხავს შეცდომის დაშვების ალბათობას.
 

ინვენტარიზაციისა და შესყიდვების მენეჯმენტი
SAP B1 სასტუმროში არსებული რესტორნებისთვის მარაგების მართვის ავტომატიზაციას ახდენს. ეს გულისხმობს წინასწარ ჩამოყალიბებული რეცეპტების მიხედვით პროდუქციის ხარჯვისა და დარჩენილი მარაგების აღრიცხვას, რაც უზრუნველყოფს მარაგის ოპტიმალურ დონეს, ამცირებს ნარჩენებს და ხარჯებს. სასტუმროებს შეუძლიათ თვალყური ადევნონ მარაგებს, განახორციელონ განმეორებითი შესყიდვები და ეფექტურად მართონ მომწოდებლებთან ურთიერთობა, რაც ოპერაციებისა და მომსახურების სტანდარტიზაციისთვის უმნიშვნელოვანესია. 

 

ფინანსური ანგარიშგების წარმოება
გარდა იმისა, რომ SAP B1-ში მონაცემები რეალურ დროში აისახება და ნებისმიერ დროს სრული ფინანსური სურათის დანახვაა შესაძლებელი, მას აქვს ავტომატური რეპორტინგის სისტემა. ანგარიშგების წარმოება ხდება წინასწარ გაწერილი წესების შესაბამისად, რომელიც ითვალისწინებს სასტუმროს სტანდარტებს და მოთხოვნების შესაბამისად აგენერირებს ყველა საჭირო ფინანსურ ანგარიშს.

RSM - საიმედო ბიზნეს პარტნიორი თქვენს ინდუსტრიაში 
როდესაც RSM-ის ადგილობრივი ფირმის გამოცდილებასა და ექსპერტიზაზე ვსაუბრობთ სტუმარმასპინძლობის ინდუსტრიაში, ეს არ შემოიფარგლება მხოლოდ ციფრული გადაწყვეტებით. RSM საქართველოს მრავალფეროვანი საკონსულტაციო სერვისები კომპანიებს საშუალებას აძლევს აირჩიონ უნივერსალური, სანდო და საიმედო პარტნიორი, რომელიც გაუწევს საგადასახადო, იურიდიულ თუ აუდიტორულ მომსახურებას. RSM-ში თქვენ წვდომა გაქვთ არა მხოლოდ ბიზნეს საკონსულტაციო სერვისების სრულ პაკეტზე, არამედ პროფესიონალთა გუნდზე, რომელიც მზად არის დაგეხმაროთ არსებული გამოწვევების გადალახვაში და შემოგთავაზოთ გადაწყვეტილებები თავდაჯერებული წინსვლისთვის. 
 

დაგვიტოვეთ საკონტაქტო

მოგვიყევით დეტალურად თქვენი ბიზნესის შესახებ. ჩვენ მალე დაგიკავშირდებით და ერთად შევიმუშავოთ ყველაზე ეფექტური გზა თქვენი ბიზნესის გაციფრულებისთვის.