ჩვენი მიზანი

ჩვენი მიზანია, თქვენი თითოეული ნაბიჯი განვითარების გზაზე  მეტად თავდაჯერებული და მტკიცე გავხადოთ, რათა ფეხი აუწყოთ მუდმივად ცვალებად გარემოს 

ჩვენი მიზანი, რომელიც ასახულია ბიზნესის ყველა ასპექტში, სტრატეგიიდან ჩვენს ყოველდღიურ ქცევებამდე, განსაზღვრავს ჩვენს მიდგომას ჩვენი ხალხის, კლიენტებისა და საზოგადოების მიმართ, რაც ერთიანობაში გვაყალიბებს RSM-ად.

ჩვენი ღირებულებები

ჩვენი თითოეული გადაწყვეტილება დაფუძნებულია კომპანიის ღირებულებებზე. სწორედ ეს 5 ღირებულება არის საძირკველი ყველაფრის, რასაც ვაკეთებთ: 

Respect and uncompromising integrity

We do the right thing, ensuring our actions speak louder than our words.

Succeeding together

We embrace inclusivity and individuality, and collaborate effectively to build strong relationships based on deep understanding.

Excellence

We continuously focus on quality, and strive to be the best in all we do, as individuals and collectively.

Impactful innovation

We welcome change and put insight and technology to work, making a real difference for our clients and our people.

Acting responsibly

We build a better future by demonstrating a responsibility to our people, clients, communities and planet.

გამოსცადე რას ნიშნავს, როდესაც შენი ზუსტად ესმით

RSM-ის გამორჩეული ხარისხი ეფუძნება ჩვენი პროფესიონალების გულისხმიერ მომსახურებას, რომლებიც ყოველთვის სათანადო დროს უთმობენ კლიენტების საჭიროებების გაგებასა და ანალიზს. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ კლიენტებს მათი გარემოსთვის შესაბამისი იდეები და მიგნებები გავუზიაროთ, რათა დავეხმაროთ მუდმივად ცვალებად გარემოში მიიღონ თავდაჯერებული გადაწყვეტილებები.   

ჩვენი ქცევა 

RSM-ის უნიკალურ ხელწერას განსაზღვრავს ჩვენი ხალხის  დამოკიდებულება საქმისადმი. ჩვენი ხედვა, მიზანი და ღირებულებები წარმოადგენს ერთგვარ გზამკვლევს, რომელიც გვაძლევს მიმართულებას როგორ მოვიქცეთ, როგორ ვემუშაოთ კლიენტებს და როგორ განვვითარდეთ. RSM-ის DNA ხუთი ძირითადი მახასიათებლისგან შედგება, რომელსაც ყველა ჯერზე გრძნობენ ჩვენი კლიენტები და თანამშრომლები. 

ცნობისმოყვარე

ჩვენ მუდმივათ ვსვამთ კითხვებს და ვეძებთ განსხვავებულ პერსპექტივებს, რათა ზუსტად გავიგოთ ჩვენი კლიენტების საჭიროებები და შევთავაზოთ მათზე მორგებული გადაწყვეტები. ჩვენთვის საძირკველი არის კლიენტებისგან მიღებული ინფორმაცია. შემდგომში სწორედ მას ეყრდნობა თანამშრომლობის სრული ციკლი, რაც გვეხმარება კლიენტებს შევუქმნათ სამომხმარებლო გამოცდილება, სადაც მათი ზუსტად ესმით.  

ჩვენ გამოვხატავთ ცნობისმოყვარეობას, როდესაც: 
• ვსვამთ კითხვებს
• ვეძებთ განსხვავებულ პერსპექტივებს
• დროს ვუთმობთ კითხვასა და სწავლას
• ვაზიარებთ ჩვენს იდეებსა და მოსაზრებებს

ნაცვლად იმისა, გავაკეთოთ დაშვება, რომ ჩვენ გვაქვს პასუხები, RSM-ში საქმეს ყოველთვის ვუდგებით ცნობისმოყვარეობით და ვსვამთ კითხვებს. სწორედ ასე იქმნება მომსახურება, როდესაც თქვენი ზუსტად ესმით. 

გუნდური მოთამაშე

ჩვენ გვჯერა, რომ ერთობლივ მუშაობას ყოველთვის უკეთესი შედეგი მოაქვს, ამიტომ მუდმივად ვმსჯელობთ, ვეძებთ და ვიზიარებთ განსხვავებულ მოსაზრებებს, რათა წავახალისოთ ინოვაციური აზროვნება და აღმოვაჩინოთ შესაძლებლობები. ჩვენ ვიაზრებთ ობიექტური და მიუკერძოვებელი გადაწყვეტილებების მნიშვნელობას, როდესაც სხვა ადამიანის იდეამ და მოსაზრებამ შესაძლოა უკეთესი შედეგი მოგვიტანოს. 

 

ჩვენი გუნდური მუშაობა გამოიხატება, როდესაც: 

სხვებს ვეკითხებით მათ მოსაზრებას და შეხედულებას
ვახალისებთ მრავალფეროვნებას ჩვენს გუნდში
კომუნიკაცია გვაქვს გუნდებს შორის, როგორც ლოკალური ფირმის შიგნით, ასევე RSM-ის საერთაშორისო ქსელში.

 

მუშაობის პროცესში არაერთი კომპლექსური გამოწვევა იჩენს ხოლმე თავს. წარმოუდგენელია ერთ ადამიანს ჰქონდეს უნარი, გაუმკლავდეს ყველა სირთულეს. შესაბამისად, ჩვენს გუნდში არსებული მრავალფეროვნება გვეხმარება განვიხილოთ სხვადასხვა მოსაზრებები, იდეები და კლიენტებს შევთავაზოთ საუკეთესო გადაწყვეტა, რაც მათ წარმატებას უზრუნველყოფს. 

კრიტიკულად მოაზროვნე

ჩვენ ობიექტურად და სიღრმისეულად ვამუშავებთ და ვიყენებთ კომპლექსურ ინფორმაციას, შემდეგ კი კლიენტებს ვუზიარებთ საუკეთესო იდეებსა და რჩევებს, რათა დავეხმაროთ მათ მიიღონ თავდაჯერებული გადაწყვეტილებები. 

ჩვენი კრიტიკული აზროვნება გამოიხატება, როდესაც: 
ვუთმობთ დროს ახლის შესწავლას 
სიღრმისეულად ვაანალიზებთ საკითხს
ვკრებთ განსხვავებულ და მრავალფეროვან ინფორმაციას და თავს ვუყრით ერთიან პერსპექტივას
სხვებს ვუზიარებთ იდეებსა და შეხედულებებს. 

ჩვენ მუდმივად ვცდილობთ ფეხი ავუწყოთ თანამედროვე მსოფლიოს განვითარებას, უწყვეტად ვსწავლობთ და ვიზრდებით, რათა კლიენტებისთვის ყოველთვის ვიყოთ გულითადი მრჩეველი მათი წარმატებული მომავლისთვის. 

მზრუნველი

RSM-ში ჩვენ განსაკუთრებით ვაფასებთ და ვუფრთხილდებით ურთიერთობებს, ვცდილობთ ჩვენს კლიენტებთან ჯანსაღი და მეგობრული დამოკიდებულებით, ჩვენი პროფესიონალიზმით და მუდმივი თანაგრძნობით მყარი და გრძელვადიანი ურთიერთობები ჩამოვაყალიბოთ. ჩვენ პატივს ვცემთ იმ ასპექტებს, რაც ჩვენი პარტნიორებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია და ვცდილობთ გარემოებები დავინახოთ მათი პერსპექტივიდან. 

ჩვენი მზრუნველობა გამოიხატება, როდესაც: 
გამოვხატავთ ინტერესს სხვების მიმართ
ვითავისებთ სხვების მიზნებს, მისწრაფებებსა და გამოწვევებს
გამოვხატავთ თანაგრძნობას


ჩვენი გულითადი მიდგომა კლიენტებთან გვაძლევს ბიძგს მაქსიმალური გავაკეთოთ მათთვის, გავამყაროთ მათი ნდობა და ერთგულება ჩვენდამი. 

გაბედული

ჩვენი უნარები და თავდაჯერება გვაძლევს შესაძლებლობას ვიყოთ გამბედავები და ყოველთვის ვუთხრათ კი სიახლეებს. მიუხედავად იმისა, რომ გამოცდილება ჩვენთვის ფასდაუდებელი აქტივია, ხშირად ვამჯობინებთ ინოვაციურ მიდგომებს, რომელიც, გვჯერა, უკეთეს მომავალს შექმნის.    

ჩვენი გამბედაობა გამოიხატება, როდესაც 
• ყოველთვის ვაფიქსირებთ ალტერნატიულ შეხედულებას საკითხის მიმართ
• ვაზიარებთ ახალ იდეებსა და მოსაზრებებს
• შევდივართ დისკუსიაში სხვადასხვა პრობლემასთან ან შესაძლებლობასთან დაკავშირებით
• მყარად ვდგავართ პოზიციაზე, რომელიც ვიცით უკეთეს შედეგს გამოიღებს. 


ჩვენი სამუშაო სპეციფიკა მოითხოვს გამბედაობას, რათა დავეხმაროთ სხვებს გაუმჯობესებაში და ახალი შესაძლებლობების აღმოჩენაში.