ექსპერტული ინსაითები/მიგნებები და სხარტი უკუკავშირი.
ადამიანის თუ კომპანიის წარმატებას მის ხელთ არსებული ინსტრუმენტები განსაზღვრავენ. სწორედ ამიტომ, უმაღლესი ხარისხის აუდიტორული სერვისის მიწოდების მიზნით, RSM-ის გლობალური ქსელი მუდმივად წინ უსწრებს მოსალოდნელ ცვლილებებს, მნიშვნელოვან ინვესტიციას აკეთებს აუდიტის მეთოდოლოგიების მუდმივ სრულყოფასა და განვითარებაში.
აუდიტი არის სასარგებლო და მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი, რომელიც კომპანიებს ეხმარება ფინანსური ანგარიშების შემოწმებასა და მუდმივ გაუმჯობესებაში. RSM-ის აუდიტის მეთოდოლოგია დაფუძნებულია კლიენტი კომპანიის ბიზნეს გარემოს და მისი ფუნქციონირების სიღრმისეულ შესწავლაზე. თქვენი კომფორტისთვის, RSM საქართველო გთავაზობთ აუდიტის განხორციელებას, როგორც ადგილზე, ისე აუთსორსინგს, რომელიც მოიცავს თქვენი ბუღალტერიის დეპარტამენტის პერიოდულ დახმარებას და მათთვის ონლაინ კონსულტაციის გაწევას.
RSM-ი, როგორც ფირმების ფორუმის (Forum of Firms) დამფუძნებელი წევრი, მუდმივად სრულყოფს აუდიტის ჩატარების მეთოდოლოგიებს და, შესაბამისად, გადასცემს ამ გამოცდილებას წევრ კომპანიებს. RSM-ი, პირველი აუდიტორული კომპანიების ქსელია, რომელმაც ერთიანი აუდიტის მეთოდოლოგია ჯერ კიდევ 1993 წელს დანერგა. RSM-ის წევრობა გულისხმობს ფინანსური და აუდიტორული სერვისების უმაღლესი სტანდარტების დაცვას მიუხედავად იმისა თუ რომელ ქვეყანაში იღებთ მის მომსახურებას.
RSM-ის გლობალური ქსელი საშუალებას აძლევს RSM საქართველოს წარმატებით დასძლიოს ნებისმიერი ტიპის და მასშტაბის, როგორც ლოკალური ისე საერთაშორისო პროექტები. RSM საქართველოს დაუგროვდა, როგორც ადგილობრივ ისე საერთაშორისო, კერძო და მულტინაციონალური ორგანიზაციების შვილობილ კომპანიებში აუდიტის ჩატარების საკმაოდ დიდი გამოცდილება ბაზრის ყველა სექტორში, მათ შორის: სამშენებლო, საწარმოო, საცალო ვაჭრობის, საბანკო და საფინანსო, ენერგეტიკის, საინჟინრო, სადისტრიბუციო, სასტუმრო, საგამომცემლო, მომსახურების, რეკლამის და სხვა სფეროებში.