RSM Georgia Solutions კომპანიებს ქართულ ბაზარზე სთავაზობს მათ საჭიროებებზე მორგებულ ERP და მინი ERP სისტემებს, მათ დანერგვას, საჭირო ფუნქციონალის დეველოპმენტსა და გრძელვადიან მხარდაჭერას.
დღეს, როცა კომპანიების მთავარი გამოწვევა მომხმარებლების შეცვლილი ქცევა და მოლოდინია, ბიზნესის ციფრული ტრანსფორმაცია საჭიროებაა და არა ფუფუნება. ERP (Enterprise Resource Planning) სისტემა გულისხმობს პროგრამული უზრუნველყოფის დახმარებით საწარმოო რესურსების დაგეგმვასა და მართვას. ის ერთ ცენტრალიზებულ სისტემაში ასახავს ყველა მნიშვნელოვან ბიზნეს ოპერაციას და გვაძლევს სრულ ფინანსურ სურათს რეალურ დროში.
ERP გადაწყვეტილებით ბიზნესი ზრდის ოპერაციების ეფექტურობას და იღებს მონაცემებზე დაფუძნებულ გადაწყვეტილებებს.
RSM Georgia Solutions არის მსოფლიოში წამყვანი ERP სისტემის - SAP Business One-ის პარტნიორი და უზრუნველყოფს აღნიშნული სისტემის ლოკალიზაციას - განვითარებას ისე, რომ ის შესაბამისობაში იყოს ქართული ბაზრის მოთხოვნებთან.
Discover the Potential of SAP Business One
ERP სისტემის დანერგვის ეტაპები
საწყის ეტაპზე, კლიენტთან მჭიდრო თანამშრომლობით, ვადგენთ ბიზნესის მიზნებსა და ოპერაციულ საჭიროებებს. პროცესების შესწავლის შემდეგ, ხდება GAP ანალიზი და Blueprint დოკუმენტის მომზადება. პროექტის დეტალური გეგმის შედგენა მოიცავს პროექტის ეტაპების განსაზღვრას, ვადების დადგენას, რესურსებისა და პასუხისმგებლობების განაწილებას. მკაფიო დაგეგმვა უზრუნველყოფს სწორ მოლოდინებს და პროექტის შეუფერხებლად განხორციელებას .
ჩვენ ვახდენთ ERP სისტემის ოპტიმიზაციას კლიენტის საჭიროებების, ორგანიზაციული სტრუქტურის და კონკრეტული ბიზნეს პროცესების შესაბამისად. საჭიროების შემთხვევაში, ჩვენი გუნდი უზრუნველყოფს სპეციფიკური ფუნქციონალის დეველოპმენტს, ინტეგრაციებს, რათა SAP B1 სრულად იყოს მორგებული ბიზნესზე.
სისტემის ინსტალაცია ცალკეული მომხმარებლისთვის (User) და შესაბამისი IT ინფრასტრუქტურის გამართვა ERP სისტემის დანერგვისას ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საფეხურია. ამ ეტაპზე ხდება არსებული მონაცემების მიგრაცია ERP გარემოში, რასაც სიზუსტე და თანმიმდევრულობა სჭირდება.
ERP სისტემის სათანადო გამოყენებისთვის, მნიშვნელოვანია მომხმარებლების (Users) ადაპტაცია და სწავლება. ჩვენ უზრუნველვყოფთ თქვენი თანამშრომლების დატრენინგებას, თუ როგორ უნდა გამოიყენონ ახალი ERP სისტემა მაქსიმალური ეფექტურობისთვის. ასევე გასათვალისწინებელია ისიც, რომ ცვლილებებსა და სიახლეებს სჭირდება სათანადო მიდგომა, სწორედ ამიტომ ჩვენ მხარს დაგიჭერთ ცვლილებების მენეჯმენტის პროცესში, რაც დაგეხმარებათ წინააღმდეგობის გარეშე დანერგოთ და განავითაროთ ERP სისტემა თქვენს კომპანიაში.
ტესტირების დასრულებისა და სისტემის სრულად კონფიგურაციის შემდეგ, სისტემის რეალურ გარემოში გაშვების დროა. დეველოპმენტის ამ ეტაპზე, ჩვენ ყურადღებით ვადევნებთ თვალს ERP სისტემას და მასში განხორციელებულ ოპერაციებს, რათა დავრწმუნდეთ, რომ პროგრამა ეფექტურად მუშაობს. გარდა ამისა, გთავაზობთ დროულ მხარდაჭერას ნებისმიერი გამოწვევის გადასაჭრელად.
ERP განვითარებადი პროგრამული უზრუნველყოფაა, რომელსაც აქვს შესაძლებლობა ფეხი აუწყოს თქვენი კომპანიის ზრდას. მისი დანერგვის შემდეგ, RSM Georgia Solutions კვლავ აგრძელებს თქვენს მხარდაჭერას, სისტემის მუშაობის ოპტიმიზაციასა და კორექტირებას ბიზნესის განვითარებადი საჭიროებების დასაკმაყოფილებლად. ჩვენი მიზანია თქვენი ERP სისტემა იყოს გამართული, ეფექტური, და რაც მთავარია, შესაბამისობაში თქვენს სტრატეგიულ მიზნებთან.