RSM საქართველო სოლუშენსი უზრუნველყოფს ERP გადაწყვეტილებების კონსტალტინგს, იმპლემენტაციასა და გრძელვადიან მხარდაჭერას. კომპანია ფოკუსირებულია წარმოების, საცალო გაყიდვების, B2B სერვისის, სასტუმრო-სარესტორნო ინდუსტრიებსა და მათ სხვა ვიწრო მიმართულებებზე. რაც მთავარია, RSM წარმოადგენს მსოფლიო კლასის გადაწყვეტილებების პარტნიორს, როგორებიცაა SAP და Oracle, ამასთან ერთად უზრუნველყოფს მათი სისტემების ლოკალიზაციის პაკეტს.
გთავაზობთ ERP სისტემის დანერგვის სრულ ციკლს:
ბიზნეს პროცესების შესწავლა და Gap ანალიზი
Blueprint-ის მომზადება
ERP სისტემის ინსტალაცია და სამუშაო ადგილების გამართვა
მომხმარებლების ტრეინინგები
საწყისი მონაცემების ელექტრონული მიგრაცია
რეალურ ექსპლუატაციაში გაშვება და მხარდაჭერა
ჩვენს სერტიფიცირებულ ბიზნეს კონსულტანტებს და დეველოპერებს გააჩნიათ სპეციალური ექსპერტიზა და მზად არიან განახორციელონ დამატებითი დეველოპმენტი თქვენი კომპანიის საჭიროებიდან გამომდინარე
ჩვენ ვუზრუნველყოფთ იმპლემენტირებული ERP სისტემის ყველა საბოლოო მომხმარებლის ტრენინგებს და თანამშრომელთა მომზადების პროცესს