SAP Business One მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ERP სისტემაა, რომელიც აქცენტს აკეთებს საშუალო და სწრაფად მზარდ ბიზნესებზე. ის 170-ზე მეტ ქვეყანაში კომპანიებს სთავაზობს გაციფრულების ყველაზე ეფექტურ გზას: სისტემა ერთიან გარემოში ასახავს კომპანიის ყველა მნიშვნელოვან ოპერაციას, უზრუნველყოფს ბიზნეს პროცესების ოპტიმიზაციას და გვთავაზობს რეპორტინგის მოქნილ სისტემას.

პროგრამა აერთიანებს ისეთ ფუნქციონალს, როგორიცაა ფინანსური მენეჯმენტი, გაყიდვებისა და მომხმარებლების  მენეჯმენტი, შესყიდვები და მარაგების კონტროლი, წარმოების დაგეგმვა, მონაცემების შეგროვება, ანალიტიკა და რეპორტინგი. გარდა ამისა, SAP Business One-ს აქვს განსაკუთრებული მოქნილობა, რაც გვაძლევს მნიშვნელოვანი ინტეგრაციების შესაძლებლობას და ზრდის პროცესების ეფექტურობას.

ფინანსები

ფინანსური მენეჯმენტის მოდული დაგეხმარებათ მართოთ ბუღალტერია, ფინანსური სახსრები და ფინანსური ტრანზაქციები. ის საშუალებას მოგცემთ:

  • - თავად გაწეროთ წესები ბუღალტრული ოპერაციებისთვის
  • - შეარჩიოთ საბუღალტრო გატარებების ჟურნალი, შაბლონი, რომელსაც ციფრულად აწარმოებთ
  • - მართოთ ბიუჯეტი
  • - აღრიცხოთ ხარჯები
  • - აღრიცხოთ შემომავალი და გამავალი გადახდები
  • - დაამუშავოთ საბანკო ამონაწერები
  • - დააგენერიროთ ფინანსური რეპორტები, მათ შორის ბალანსის ანგარიშგება, ფულადი ნაკადების ანგარიშგება და სხვა.

 

გაყიდვები

გაყიდვების მოდულის საშუალებით კომპანია ახდენს გაყიდვების სრული პროცესის ავტომატიზაციას.  გაყიდვების მოდული აერთიანებს შემდეგ ფუნქციებს:

  • - ინვოისისა და ხელშეკრულების წარმოება 
  • - დარიცხული ავანსის აღრიცხვა 
  • - უკან დაბრუნების აღრიცხვა და გაყიდვების კორექტირება 
  • - მთლიანი მოგების გაანგარიშება
  • - CRM

შესყიდვები

SAP B1-ის შესყიდვების მოდული ეხმარება ბიზნესს ისეთი ამოცანების ავტომატიზაციაში, როგორიცაა შეკვეთების შექმნა, გამყიდველთან ურთიერთობის მართვა, ინვოისებისა და ანაზღაურების დამუშავება. შესყიდვების მოდული ინტეგრირებულია მარაგების მართვის მოდულთან, რაც ბიზნესს საშუალებას აძლევს აკონტროლონ მარაგების დონე, დაგეგმონ შესყიდვები მოთხოვნის საფუძველზე და შეინარჩუნონ მარაგის ოპტიმალური რაოდენობა. 
შესყიდვების მოდული აერთიანებს შემდეგ ფუნქციებს:

  • - შეკვეთის გაკეთება
  • - შესყიდვის ხელშეკრულებისა და ინვოისის წარმოება
  • - ავანსის აღრიცხვა შესყიდვების პროცესში
  • - დამატებითი ხარჯების განაწილება შესყიდვებზე
  • - უკან დაბრუნების აღრიცხვა ან შესყიდვის კორექტირება. 

წარმოება

SAP B1-ის წარმოების მოდული კომპანიებს ეხმარება განსაზღვრონ წარმოების მოცულობა და დროულობა, რაც იმას ნიშნავს რომ თქვენ ზუსტად გეცოდინებათ როდის და რამდენი პროდუქტი უნდა აწარმოოთ, რა ნედლეულია ამისათვის საჭირო და ა.შ.
მოდული აერთიანებს ისეთ ფუნქციონალს, როგორიცაა:

  • - რეცეპტების ცნობარის წარმოება
  • - შეკვეთების წარმოება
  • - წარმოებისთვის საჭირო ნედლეულის ჩამოწერა
  • - წარმოებიდან საბოლოო პროდუქტის მიღება

მარაგები

მარაგების მოდულის დახმარებით კომპანიებს საშუალება აქვთ აკონტროლონ სხვადასხვა საწყობში არსებული ნაშთი მიმდინარე დროისთვის. აღნიშნული ფუნქციონალი პასუხისმგებელია მარაგების ავტომატიზებულ შევსებაზე და დეტალურ რეპორტინგზე. 

მარაგების მართვის მოდული საშუალებას მოგცემთ: 

  • - რეალურ დროში თვალყური ადევნოთ ინვენტარს სხვადასხვა ლოკაციაზე
  • - ავტომატურად შეავსოთ მარაგი წინასწარ განსაზღვრულ რაოდენობაზე ან პროგნოზებზე დაყრდნობით
  • - გაიუმჯობესოთ საწყობ(ებ)ში ნავიგაცია
  • - დააინტეგრიროთ ის გაყიდვების, შესყიდვებისა და ფინანსების მოდულთან 
  • - ნებისმიერ მომენტში მიიღოთ დეტალური ანგარიში მარაგების დონის, ბრუნვისა და მოთხოვნის შესახებ.

ძირითადი საშუალებები

SAP Business One ამარტივებს ძირითადი საშუალებების მართვას შემდეგი ფუნქციონალის დახმარებით: 

  • - ძირითადი საშუალებების (Fixed Asset)  რეგისტრაცია და კატეგორიზაცია 
  • - ცვეთის ავტომატური გაანგარიშება წინასწარ შერჩეული მეთოდის შესაბამისად
  • - აქტივების სტატუსისა და სასიცოცხლო ციკლის კონტროლი რეალურ დროში 
  • - გეგმიური ტექნიკური შემოწმებისა და შეკეთების დაგეგმვა 
  • - აქტივების შესახებ დეტალური ანგარიშის წარმოება და ანალიზი

RSM Georgia Solutions-ი SAP B1-ის უმსხვილესი, ვერცხლის პარტნიორია საქართველოში. კომპანია თითქმის ყოველწლიურად იღებს SAP-ის მიერ რეგიონისთვის განკუთვნილ ჯილდოს და დასახელებულია, როგორც  SAP B1-ის ერთ-ერთი ლიდერი პროვაიდერი  ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში. აღსანიშნავია, რომ  ჩვენი სპეციალისტები SAP-ის პირველი სერტიფიცირებული კონსულტანტები არიან საქართველოში, რაც გვაძლევს შესაძლებლობას  თანამედროვე ERP სისტემის პოტენციალი სრულად ავითვისოთ და მოვარგოთ ჩვენი კლიენტების ინდივიდუალურ საჭიროებებს.

RSM Georgia Solutions-ი ნერგავს SAP B1-ის ლოკალიზებულ ვერსიას, რაც ნიშნავს იმას, რომ სისტემა სრულად მორგებულია საქართველოში არსებულ ბიზნეს გარემოზე. ლოკალიზაციის პაკეტი გულისხმობს, რომ: 

  • SAP Business One ორმხრივად არის ინტეგრირებული შემოსავლების სამსახურის პორტალთან (RS.ge)
  • პროგრამა ინტეგრირებულია საქართველოს ბანკისა და თიბისი ბანკის ციფრულ სისტემასთან 
  • პროგრამაში ჩაშენებულია  დღგ-ის, საშემოსავლო და საპენსიო დეკლარაციების ავტომატურად გენერირების ფუნქცია
  • პროგრამაში ავტომატურად აღირიცხება საშემოსავლო და საპენსიო გადასახადი
  • და სხვა. 

წარმატების ისტორიები

IG Development Georgia-ში SAP Business One-ის იმპლემენტაციის პროექტი

- ავტომატიზირებული საოპერაციო საქმიანობა 
- მოქნილი და ბიზნეს პროცესებს მორგებული რეპორტინგის სისტემა 
- ღირებულებების დათვლა და ეფექტური ბიუჯეტირება 
- დოკუმენტების შექმნა და სხვადასხვა მანუალურ საქმიანობებზე დროის დანახარჯის შემცირება

მოგვიყევით თქვენი ბიზნეს საჭიროებების შესახებ