RSM საქართველოს ტექნოლოგიური მიმართულება - RSM Georgia Solutions-ი 2016 წლიდან SAP-ის ვერცხლის პარტნიორია და კომპანიებს ქართულ ბაზარზე სთავაზობს თანამედროვე ERP გადაწყვეტას - SAP Business One-ს. 2024 წლის 23-25 აპრილს მადრიდში გაიმართა SAP-ის პარტნიორების სამიტი, სადაც RSM საქართველო სოლუშენსი დასახელდა ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს და უმსხვილეს პარტნიორად. სწორედ RSM Georgia Solutions-მა დაიმსახურა ამავე რეგიონისთვის, CEE-Multi Country Cluster-ისთვის გამოყოფილი ჯილდო ჯგუფში ყველაზე მაღალი შემოსავლის გენერირებისთვის -Highest Revenue Award 2023. ჯილდო ხაზს უსვამს ჩვენი კლიენტების ნდობას და ერთგულებას, რაც განაპირობა ჩვენი გუნდის პროფესიონალიზმმა, ადგილობრივი ბაზრის სიღრმისეულმა აღქმამ, მრავალწლიანმა ტექნიკურმა გამოცდილებამ, მოქნილობამ და ხარისხისადმი ერთგულებამ.
აღსანიშნავია, რომ SAP-თან პარტნიორობის 8 წლის მანძილზე RSM Georgia Solutions-ი თითქმის ყოველწლიურად იღებს ჯილდოს სხვადასხვა ნომინაციაში. ჩვენი გუნდის წევრები არიან SAP-ის პირველი სერტიფიცირებული კონსულტანტები საქართველოში, რამაც მოგვცა შესაძლებლობა თანამედროვე ERP სისტემის პოტენციალი სრულად ავითვისოთ და მოვარგოთ ჩვენი კლიენტების ინდივიდუალურ საჭიროებებს.
SAP Business One- შექმენი მეტი ღირებულება ნაკლები რესურსით
SAP Business One არის SAP-ის ყველაზე მოთხოვნადი პროდუქტი - ERP გადაწყვეტა საშუალო და მზარდი ბიზნესებისთვის, რომელიც მსოფლიოს 170-ზე მეტ ქვეყანაში კომპანიებს სთავაზობს გაციფრულების ყველაზე ეფექტურ გზას. პროცესების ავტომატიზაციით და ყველა მნიშვნელოვანი მონაცემის ერთ სისტემაში თავმოყრით SAP Business One ბიზნესს აძლევს შესაძლებლობას მეტი ღირებულება შექმნას როგორც კლიენტებისთვის, ასევე თანამშრომლებისთვის, აქციონერებისთვის და სხვა დაინტერესებული მხარეებისთვის. პროგრამა აერთიანებს ისეთ ფუნქციონალს, როგორიცაა ფინანსური მენეჯმენტი, გაყიდვებისა და მომხმარებლების მენეჯმენტი, შესყიდვები და მარაგების კონტროლი, წარმოების დაგეგმვა, მონაცემების შეგროვება, ანალიტიკა და რეპორტინგი. გარდა ამისა, SAP Business One-ს აქვს განსაკუთრებული მოქნილობა, რაც გვაძლევს მნიშვნელოვანი ინტეგრაციების შესაძლებლობას და ზრდის პროცესების ეფექტურობას. პროგრამის ფუნქციონალის გათვალისწინებით ის განსაკუთრებულ ღირებულებას ქმნის კომპანიებისთვის წარმოების, საბითუმო და საცალო გაყიდვების, სტუმართ-მასპინძლობის, ჯანდაცვის და სხვა სამომხმარებლო სფეროში. მცირე და საშუალო ბიზნესებს, რომლებიც ციფრული ტრანსფორმაციის ადრეულ სტადიაზე არიან, SAP Business One ეხმარება ხარჯ-ეფექტურად გარდაქმნან პროცესები, მიიღონ მონაცემებზე დაფუძნებული სტრატეგიული გადაწყვეტილებები, შექმნან კონკურენტული უპირატესობა და შესაბამისად, მაქსიმალურად აითვისონ ბაზრის პოტენციალი.
RSM Georgia Solutions – SAP-ის უმსხვილესი პარტნიორი საქართველოში და ერთ-ერთი ლიდერი პროვაიდერი ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში
RSM Georgia Solutions-ი ბიზნესებს ქართულ ბაზარზე სთავაზობს მრავალფეროვან ციფრულ გადაწყვეტებს, რომელიც ხელს შეუწყობს მათ სწრაფ განვითარებას. ჩვენ მზად ვართ შევისწავლოთ თითოეული კლიენტის საჭიროებები, მათთან ერთად აღმოვაჩინოთ შესაძლებლობები და დავეხმაროთ ბიზნეს პროცესების გაციფრულებისთვის საჭირო საუკეთესო გადაწყვეტების დანერგვაში. მსოფლიო კლასის ERP სისტემები, რომელსაც ქართულ ბაზარზე ვთავაზობთ კომპანიებს, საშუალებას გვაძლევს დამატებითი დეველოპმენტისა და ინტეგრაციის გზით მაქსიმალურად მოვარგოთ ის კლიენტების ინდივიდუალურ საჭიროებებს. RSM Georgia Solutions-ის გუნდი თქვენთან ერთად გადის თქვენი ბიზნესის გაციფრულებისთვის საჭირო სრულ ციკლს და გთავაზობთ კონსულტაციებს, იმპლემენტაციასა და გრძელვადიან მხარდაჭერას.
RSM Georgia Solutions-ი მუდმივად მზად არის SAP-თან პარტნიორობით ახალი შესაძლებლობები შესთავაზოს ბიზნესებს საქართველოს ბაზარზე და მხარი დაუჭიროს მათ განვითარებას ბიზნეს პროცესების გაციფრულებით.
დაგვიკავშირდით და აღმოაჩინეთ თქვენი ბიზნესის შესაძლებლობები ციფრული ტრანსფორმაციის გზაზე.