RSM-ის გლობალური აუდიტის მომსახურება მორგებულია საერთაშორისო ბაზარზე აქტიურ ჯგუფებზე და ხორციელდება შემდეგი სტანდარტების შესაბამისად:
- აუდიტის საერთაშორისო სტანდარტები (ISA)
- აშშ-ში აღიარებული აუდიტის სტანდარტები (US GAAS)
- აშშ-ს საჯარო კომპანიების ფინანსური ანგარიშგების კონტროლის საბჭოს აუდიტის სტანდარტები
ჩვენ ვიყენებთ აუდიტის გლობალურ მეთოდოლოგიას, რათა ჩვენს კლიენტებს ადგილობრივი კანონმდებლობის და ბაზრის სპეციფიკაზე მორგებული აუდიტორული მომსახურება გავუწიოთ.
RSM საქართველო ჩართულია საქართველოს მთავრობის 360-ე დადგენილებით განსაზღვრული აუდიტორული კომპანიების სიაში, რაც საშუალებას აძლევს მას ჩაატაროს სავალდებულო, ასევე, სახელმწიფო ორგანიზაციების აუდიტი და ინვესტიციების დადასტურება.
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება N 134/01-ის თანახმად RSM საქართველო, აგრეთვე, უფლებამოსილია ჩაუტაროს აუდიტი კომერციულ ბანკებს, სადაზღვეო კომპანიებს, მიკროსაფინანსო ორგანიზაციებსა და მსხვილ სააქციო საზოგადოებებს.
RSM-ი არის ე.წ. ფირმების ფორუმის (Forum of Firms) წევრი და მისი წევრობის ვალდებულებები შემდეგია:
- დაიცვას IAASB-მიერ გამოცემული ხარისხის კონტროლის სტანდარტები ხარისხის კონტროლის საერთაშორისო და ეროვნული სტანდარტების შესაბამისად.
- აწარმოოს გლობალურად-კოორდინირებული შიდა ხარისხის რეგულარული კონტროლი.
- ტრანსნაციონალური აუდიტის ჩატარების მეთოდოლოგიები უნდა შეესაბამებოდეს IAASB-ის მიერ გაცემულ აუდიტის საერთაშორისო სტანდარტებს (ISAs)
- იხელმძღვანელონ იმ პოლიტიკითა და მეთოდოლოგიით, რომელიც დაფუძნებულია პროფესიონალ ბუღალტერთა და ეთიკის ეროვნულ კოდექსებზე.
გლობალურად, ჩვენი აუდიტორული გუნდი კოორდინირებულია გლობალური ჩართულობის ლიდერების მიერ, რომელთა ძირითადი მოვალეობა ერთგვაროვანად მაღალი ხარისხის აუდიტორული მომსახურების მიწოდებაა ჩვენი გლობალური კლიენტებისთვის.
RSM საქართველოს დაუგროვდა, როგორც ადგილობრივ ისე საერთაშორისო, კერძო და მულტინაციონალური ორგანიზაციების შვილობილ კომპანიებში აუდიტის ჩატარების საკმაოდ დიდი გამოცდილება ბაზრის ყველა სექტორში, მათ შორის: სამშენებლო, საწარმოო, საცალო ვაჭრობის, საბანკო და საფინანსო, ენერგეტიკის, საინჟინრო, სადისტრიბუციო, სასტუმრო, საგამომცემლო, მომსახურების, რეკლამის და სხვა სფეროებში.