• RSM-ის წევრი ფირმების 80%-ში შემოსავალის ზრდა აღინიშნება ადგილობრივ ვალუტაში
  • RSM US და  RSM UK გაერთიანებული ძალებით სთავაზობენ  საკონსულტაციო სერვისებს გლობალურ ბაზარზე არსებულ კლიენტებს 
  •  ცენტრალურ ამერიკაში წევრი ფირმების სტრატეგიული გაერთიანებით  RSM განვითარების ახალ საფეხურზე გადადის
  • ევროპაში 7 ახალი ფირმის შესყიდვა აფართოვებს RSM-ის მოცვას და მხარს უჭერს რეგიონის შემოსავლის 8%-იან ზრდას. 

RSM, წამყვანი აუდიტორული, საგადასახადო და ბიზნეს საკონსულტაციო სერვისების პროვაიდერი მსოფლიო ბაზარზე, 2024 წლის გლობალურ ფინანსურ შედეგებს აქვეყნებს.  2024 წლის დეკემბრის მონაცემებით, კომპანიის მთლიანი შემოსავალი  10 მილიარდ ამერიკულ დოლარს აღწევს, რაც 2023 წლის მონაცემთან შედარებით შემოსავლის 6%-იან ზრდას ასახავს. 

შემოსავლები სერვისების ჭრილში ასე გადანაწილდა: 

აუდიტორული სერვისების მიმართულებით RSM-ის გლობალური საკომისიო შემოსავალი 15%-ით გაიზარდა და 3.2 მილიარდი ამერიკულ დოლარი შეადგინა. საგადასახადო მიმართულება ბოლო ორი წლის მანძილზე ორნიშნა პროცენტულ ზრდას გვიჩვენებს - 2024 წელს აღნიშნული სერვისის ჭრილში შემოსავალი 11%-ით გაიზარდა და 2.9 მილიარდ დოლარს მიაღწია.  საკონსულტაციო სერვისების მიმართულებით შემოსავალი 2023 წლის შემდეგ უცვლელი დარჩა - 3.9 მილიარდი აშშ დოლარი, რაც იმას ნიშნავს, რომ საკონსულტაციო მომსახურებით მიღებული შემოსავალი მე-3 წელია ლიდერობს სხვა ყველა სერვისთან მიმართებაში. 

შთამბეჭდავია RSM-ის ფინანსური ზრდა მსოფლიოს ცალკეულ რეგიონშიც: 
2024 წელს ევროპაში მნიშვნელოვანი 7 შესყიდვა განხორციელდა, გაზრდილია მოთხოვნაც სხვადასხვა სერვისებზე, რაც ევროპის რეგიონის 8%-იან ფინანსურ ზრდას განსაზღვრავს. ჩრდილოეთ ამერიკაში, RSM-ის უმსხვილეს რეგიონში შემოსავლის 5%-იანი ზრდა დაფიქსირდა, რის შემდეგაც 6.6 მილიარდ აშშ. დოლარს მიაღწია.  

სტრატეგიული ინვესტიციების განხორციელებით ტალანტების მოზიდვის, ტექნოლოგიებისა და ციფრული ტრანსფორმაციის მიმართულებით მკვეთრად გაიზარდა შემოსავალი MENA-ს ქვეყნებში. შემოსავლის ზრდის მაჩვენებელი 2023 წელთან შედარებით 38%-ს უდრის და 2021 წელთან შედარებით გაორმაგებულია.   

ლათინურ ამერიკაში 13%-იანი ზრდით შემოსავალმა 190 მილიონი აშშ. დოლარი შეადგინა. თანმიმდევრულად 17%-იანი და 7%-იანი ფინანსური ზრდა დაფიქსირდა აფრიკასა და აზიაში. 

E.J. Nedder, RSM International-ის აღმასრულებელი დირექტორი:  “RSM-ის მთლიანი შემოსავალი ადასტურებს ღირებულებას, რასაც ჩვენი წევრი ფირმები ქმნიან გლობალური ეკონომიკისთვის. ამ განვითარებას დიდწილად  განსაზღვრავს RSM-ის 2030 წლის სტრატეგიული ხედვა. ჩვენი ყოვლისმომცველი გადაწყვეტილებები კომპანიებს ეხმარება ნავიგაცია მოახდინონ გამოწვევებით გაჯერებულ გზაზე და თავდაჯერებულად მიიღონ გადაწყვეტილებები ახალი შესაძლებლობებისთვის. 

მიმდინარე წლის შედეგები ხაზს უსვამს როგორც ჩვენი კლიენტების, ასევე ჩვენი წევრი ფირმების მდგრად განვითარებას, მიუხედავად მსოფლიოს ბაზარზე არსებული გამოწვევებისა."

 

*2023 წლის გლობალური შემოსავალი - $9.4 მილიარდი
All figures and growth percentages use constant currency exchange rates.