ადგილობრივი სავალდებულო აუდიტი მარწმუნებელი გარიგებაა რეგულარული სტანდარტებისა და რელევანტური ანგარიშგების მომხმარებელი პირებისთვის. აუდიტის ჩატარების პროცესში RSM-ის გუნდი გაუზიარებს კლიენტი ორგანიზაციის მენეჯმენტს მათი დაკვირვებებისა და მიგნებების შესახებ. RSM-ის პროფესიონალები სპეციალიზირდებიან კონკრეტულ სექტორებსა და ინდუსტრიებში, რაც განაპირობებს მათ მკაფიო წარმოდგენას შესაძლო გამოწვევებზე. აუდიტორული მომსახურების დაწყებამდე ჩვენი გუნდი ეწვევა თქვენს ოფისს ბიზნესის მუშაობის თავისებურებებში გასარკვევად, შეისწავლის იმ რისკ-ფაქტორებს რაც ახალვს მას და შეგითანხმდებათ ერთობლივ მუშაობის გეგმაზე უმაღლესი ხარისხის ეფექტური აუდიტის განსახორციელებლად.
აუდიტის მეთოდოლოგია შემუშავებულია ჩვენი წამყვანი კომპანიების მიერ. აუდიტი სრულდება საერთაშორისო და ეროვნული სტანდარტების შესაბამისად, თუმცა, ჩვენს მიერ დანერგილი აუდიტის პროცესი არის საკმაოდ მოქნილი, რაც ჩვენს გუნდს საშუალებას აძლევს მოარგოს აუდიტის მეთოდოლოგია კონკრეტული კლიენტის საჭიროებების და გარემოებების გათვალისწინებით.
RSM საქართველო ჩართულია საქართველოს მთავრობის 360-ე დადგენილებით განსაზღვრული აუდიტორული კომპანიების სიაში, რაც საშუალებას აძლევს მას ჩაატაროს სავალდებულო, ასევე, სახელმწიფო ორგანიზაციების აუდიტი და ინვესტიციების დადასტურება.
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება N 134/01-ის თანახმად RSM საქართველო, აგრეთვე, უფლებამოსილია ჩაუტაროს აუდიტი კომერციულ ბანკებს, სადაზღვეო კომპანიებს, მიკროსაფინანსო ორგანიზაციებსა და მსხვილ სააქციო საზოგადოებებს.