RSM საქართველო სოლუშენსი SAP-ის ვერცხლის პარტნიორის წოდების მფლობელია და ჩვენი სპეციალისტები არიან SAP-ის პირველი სერტიფიცირებული კონსულტანტები საქართველოში.                                                                                                                                                                                                                                                                                                         SAP-ის ERP გადაწყვეტილება SAP Business One შემუშავებულია საშუალო და სწრაფად მზარდი კომპანიებისთვის. გადაწყვეტილება ერთიან სისტემაში აქცევს კომპანიის პროცესებს და რაც მთავარია, უზრუნველყოფს კომპანიის ბიზნეს პროცესების ოპტიმიზირებას. ამასთან, იძლევა მოქნილი რეპორტინგის სისტემასა და ბიზნესის ახალ თვალსაჩინო ხედვას.

SAP Business One-ის ლოკალიზაციის პაკეტი მოიცავს: ქართულ კანონმდებლობასთან სრულ შესაბამისობას, RS.ge-სთან ინტეგრაციას, სისტემის ქართულ ინტერფეისს, ეროვნულ ბანკთან ინტეგრირებულ გაცვლით კურსს და ბანკების ვებ-სერვისებთან ორმხრივ ინტეგრაციას.