ჯინ სტეფანსის, RSM International-ის მთავარი აღმასრულებელი დირექტორის 16 აპრილის განცხადებით, RSM International-ი, დამოუკიდებელი აუდიტორული, საგადასახადო და საკონსულტაციო ფირმების გლობალური ქსელური კომპანია კიდევ უფრო აფართოებს თავის ქსელს Baker Tilly-ის დიდი ბრიტანეთის ოფისების შემოერთებით. ახალი წევრის დამატება იძლევა ახალ შესაძლებლობებს. ეს გაერთიანება კიდევ უფრო მეტად განამტკიცებს RSM-ის პოზიციას, როგორც მე-7 გლობალურ აუდიტორულ, საბუღალტრო და საკონსულტაციო ქსელისას მთელს მსოფლიოში. RSM Capto, RSM International-ის წევრი კომპანია საქართველოში მოხარულია ამ გაერთიანებით და ულოცავს Baker Tilly-ს დიდ ბრიტანეთში RSM International-ის წევრობას.
გასულ წელს Baker Tilly-მა დიდ ბრიტანეთში შეიძინა RSM International-ის ყოფილი წევრი ფირმა, RSM Tenon-ი. ამ გაერთიანებამ იგი გახადა მეშვიდე ყველაზე დიდი საბუღალტრო ფირმა დიდ ბრიტანეთში £ 300 მილიონი შემოსავლით და დაახლოებით 3500 პარტნიორით და თანამშრომლით. Baker Tilly-ი, დიდ ბრიტანეთში წარმოდგენილია 40 ოფისით და არის ერთ-ერთი ლიდერი კომპანია თავის სექტორში. RSM Tenon-ის შეძენამ დააფიქრა Baker Tilly-ი იმ შესაძლებლობის შესახებ, რასაც მას RSM International-ის გლობალური ქსელის წევრობა მოუტანდა და უკვე წელს, Baker Tilly დიდი ბრიტანეთი მიიღებს RSM-ის კორპორაციულ სახელს და მოხდება მისი რებრენდინგი.
ჯინ სტეფანსი, RSM International-ის მთავარი აღმასრულებელი დირექტორი: “Baker Tilly-ი არის ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი, პატივსაცემი, ხარისხზე ორიენტირებული ბრიტანული ფირმა მრავალფეროვანი კლიენტთა ბაზით. Baker Tilly-ის გაერთიანება RSM-თან მოხდა მთავარი ღირებულებების, ხარისხზე ფოკუსირების და ზრდის და განვითარებისკენ მისწრაფების გათვალისწინებით. გადწყვეტილების მიღებამდე, ორმხრივად შევისწავლეთ ყველა დოკუმენტაცია. Baker Tilly-ის გუნდი RSM-ის წევრებს შეხვდა წყნარი ოკეანის ქვეყნებში, ევროპაში, აზიასა და ამერიკის შეერთებულ შტატებში და ცალსახაა, რომ არსებობს ძლიერი კულტურული მსგავსება და კავშირი ხედვასა და მიზნებში. მოხარული ვარ, რომ Baker Tilly-ი შემოურთდება RSM-ის ქსელს, როგორც ჩვენი ბრიტანული წევრი ფირმა. ეს გაერთიანება იქნება მნიშვნელოვანი ბენეფიტი RSM-ის წევრი ფირმების კლიენტთათვის გლობალური მასშტაბით“.
ლორენს ლონგი, Baker Tilly-ის მმართველი პარტნიორი: “RSM-ის დინამიური გლობალური ქსელის წევრობა, Baker Tilly-ისთვის იქნება დიდი სარგებელის მომტანი და ჩვენ გვჯერა, რომ ეს იქნება საუკეთესო ჩვენი კლიენტების, პარტნიორების და თანამშრომლების ინტერესების გათვალისწინებით. ჩვენ ვამაყობთ ჩვენი მომსახურების მიწოდების ხარისხით და ჩვენი შესანიშნავი კლიენტთა ბაზით და გვაქვს რწმენა, რომ RSM-ის წევრი ფირმები მთელი მსოფლიოს მასშტაბით დაგვეხმარებიან მივაწოდოთ სერვისები ჩვენს ფართო საერთაშორისო კლიენტთა ბაზას და დავაკმაყოფილოთ მათი მოთხოვნები. ჩვენი ფირმის და RSM-ის სტრატეგიული ხედვა შეესაბამება ერთმანეთს და მოხარულები ვართ, რომ ვუერთდებით ასეთ ძლიერ, მოწინავედ-მოაზროვნე გლობალურ ქსელს“.