RSM, წამყვანი აუდიტორული, საგადასახადო და ბიზნეს საკონსულტაციო სერვისების პროვაიდერი მსოფლიო ბაზარზე, 2023 წლის გლობალურ ფინანსურ შედეგებს აქვეყნებს. 2023 წელს კომპანიის მთლიანმა შემოსავალმა რეკორდულ მაჩვენებელს - 9.4 მილიარდ ამერიკულ დოლარს მიაღწია, რაც 2022 წელთან შედარებით 16%-იან ზრდას ასახავს.
შემოსავლები სერვისების ჭრილში ასე გადანაწილდა:
ბუღალტრული აღრიცხვისა და აუდიტის მომსახურების გლობალური შემოსავალი 15%-ით, 3.6 მილიარდ ამერიკულ დოლარამდე გაიზარდა.
საგადასახადო მიმართულებამ 17%-იანი ზრდა გვიჩვენა და გლობალურმა შემოსავალმა აღნიშნული სერვისის ჭრილში 2.6 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა.
ბიზნეს კონსულტაციების შემოსავალმა 2023 წლის ბოლოსთვის 3.1 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწია, რაც წინა წელთან შედარებით 16%-იან ზრდას გულისხმობს.
მნიშვნელოვანია, რომ RSM-ის ასეთი მკვეთრი ზრდა მსოფლიოს ყველა რეგიონის ჩართულობით და თითოეულის ინდივიდუალური, შთამბეჭდავი შედეგების ფონზე მოხდა. ევროპის 33 წევრი ფირმის და RSM Ebner Stolz in Germany-ის ერთობლივი მდგრადი განვითარების შედეგად ამ რეგიონში კონსოლიდირებული შემოსავალი 36%-ით გაიზარდა. ჩრდილოეთ ამერიკაში, რომელიც RSM-ის უმსხვილესი რეგიონია შემოსავლების თვალსაზრისით, მნიშვნელოვნად გაიზარდა მოთხოვნა საგადასახადო მომსახურებასა და ბიზნეს კონსულტაციებზე, მათ შორის IT და ESG საკითხებზე, რის ფონზეც რეგიონში შემოსავლის 13%-იანი ზრდა დაფიქსირდა. აფრიკის რეგიონში 2023 წლის ივლისში უმნიშვნელოვანესი სტრატეგიული შერწყმა მოხდა - სამხრეთ აფრიკის შემოერთებისა და მთლიანობაში რეგიონის მკვეთრი პროგრესის ფონზე აღნიშნულ ნაწილში შემოსავალი 29%-ით გაიზარდა გასულ პერიოდთან მიმართებაში. შთამბეჭდავი ზრდა დაფიქსირდა MENA რეგიონსა და ლათინურ ამერიკაშიც, სადაც შემოსავლები შესაბამისად 30% და 18%-ით გაიზარდა. რაც შეეხება აფრიკის წყნარი ოკეანის რეგიონს, მისი წილი RSM-ის მთლიან შემოსავალში უმნიშვნელოვანესია და 1 მილიარდ ამერიკულ დოლარს გადასცდა, რაც 8%-იანი ზრდას ასახავს.
RSM-ის განახლებული, 2030 წლის გლობალური სტრატეგია, რომელიც სწორედ 2023 წლის იანვარში შევიდა ძალაში, ამ მკვეთრი ნახტომისთვის მთავარი ბიძგი აღმოჩნდა. გრძელვადიანი ზრდის, განვითარებისა და ტრანსფორმაციის სტრატეგია მიზნად ისახავს კომპანიის გლობალური შემოსავლის 100%-იან ზრდას 2030 წლისთვის, რისთვისაც RSM გამოყოფს 4 უმნიშვნელოვანეს კომპონენტს, ე.წ. სტრატეგიულ დრაივერს - ჩვენს ხალხს, კლიენტებს, ტექნოლოგიებსა და გადაწყვეტილებებს. კომპანიაში გვჯერა, რომ ის პოზიტიური ნახტომი, რაც RSM-ის 2023 წლის ისტორიაში ჩაიწერა განპირობებულია სწორედ ზემოაღნიშნული კომპონენტების განვითარებით. მათ შორის, 2023 წელს მთლიანი ქსელის მასშტაბით 13%-ით გაიზარდა თანამშრომელთა რაოდენობა და დღეს RSM-ს მსოფლიოში 64 000 ადამიანი წარმოადგენს. 2024 წლის დასაწყისში მოხდა კომპანიის რებრენდინგი , რომელიც თანხვედრაშია ჩვენს სტრატეგიულ მიმართულებასთან. გარდა ამისა, ამ პერიოდში ტექნოლოგიებისა და ციფრული ინსტრუმენტების განვითარებაში ჩადებული ინვესტიცია 4-ჯერ გაზარდა, შესაბამისად კომპანია მზადაა მუდმივად ცვალებად და ტექნოლოგიურად განვითარებად გარემოში კლიენტებს მათ საჭიროებებზე მორგებული სერვისები შესთავაზოს.
RSM საქართველოს 2023 წლის ფინანსური შედეგები
გარდა იმისა, რომ 2023 წელი გლობალურად ქსელისათვის ძალიან წარმატებული იყო, შთამბეჭდავი ფინანსური ზრდა აჩვენა RSM საქართველომაც. გასულ წელს, RSM საქართველოს კონსოლიდირებული შემოსავალი 28%-ით გაიზარდა და 5.2 მილიონი ლარი შეადგინა. განსაკუთრებული ზრდა გვქონდა ფინანსური ანგარიშგების აუდიტის მიმართულებაში, საიდანაც მიღებული შემოსავალი 72%-ით, სხვა აუდიტორული საქმიანობიდან მიღებული შემოსავალი კი 101%-ით გაიზარდა. საქართველოს ბაზარზე ERP სისტემის ერთ-ერთი უმსხვილესი პროვაიდერის, RSM Georgia Solutions-ის მიერ 2023 წელს დაგენერირებულმა შემოსავალმა 1.8 მილიონი ლარი შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 77%-იან ზრდას ასახავს.
ჩვენი კომპანიის სტაბილურ ზრდას საფუძვლად უდევს ორი ძირითადი სვეტი: ერთის მხრივ ჩვენი სლოგანი - „როდესაც თქვენი ზუსტად ესმით“, რაც ხაზს უსვამს ჩვენს დამოკიდებულებას თითოეული კლიენტის ინდივიდუალური საჭიროებებზე, რათა მხარი დავუჭიროთ და დავეხმაროთ მათ მდგრად განვითარებას, მეორე მხრივ კი ჩვენი უცვლელი ღირებულებები:
პატივისცემა და მიმღებლობა - ჩვენთვის პრიორიტეტია ფუნდამენტური მიდგომა საქმისადმი და მასში ჩვენი ღირებულებების ასახვა;
ერთიანობა წარმატებისთვის - ინკლუზიორობისა და ინდივიდუალიზმის მიმღებლობით, გვაქვს ეფექტური კოლაბორაცია, რომელიც ერთმანეთის გაგებას ეფუძნება;
სრულყოფილება ყველაფერში, რასაც ვაკეთებთ - ჩვენ ფოკუსირებული ვართ ხარისხზე და ვცდილობთ ვიყოთ საუკეთესო ყველაფერში რასაც ვაკეთებთ ინდივიდუალურად თუ კოლექტიურად;
ქმედითი ინოვაცია - ჩვენ მივესალმებით ცვლილებებს და ერთობლივად ვიყენებთ როგორც ინსაითებს, ასევე ტექნოლოგიებს, რაც რეალურად ქმნის ღირებულებას ჩვენი კლიენტებისა და ხალხისათვის;
პასუხისმგებლობა - ჩვენი ხალხის, კლიენტების, თემებისა და პლანეტის მიმართ პასუხისმგებლობის დემონსტრირებით, ჩვენ ვქმნით უკეთეს მომავალს.
RSM საქართველოს გუნდი აგრძელებს 2030 წლის გლობალური სტრატეგიის შესაბამისად მუშაობას, რათა ხელი შევუწყოთ ქართული ბიზნესისა და მთლიანობაში ეკონომიკური ბაზრის მდგრად განვითარებას.