RSM მსოფლიოს 120 ქვეყანაში 820 ოფისით და 64 000 თანამშრომლით არის წარმოდგენილი. ის მსოფლიოს ლიდერ აუდიტორულ და ბიზნეს საკონსულტაციო კომპანიებს შორის მე-6 ადგილს იკავებს. კომპანიის 2030 წლის გლობალური სტრატეგიის მნიშვნელოვანი ასპექტია, რომ საერთაშორისო სტანდარტების მქონე პროფესიულ სერვისებზე წვდომა ჰქონდეს კიდევ უფრო მეტ ბიზნეს სუბიექტს მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონში, რაც ხელს შეუწყობს განვითარებადი ქვეყნების მდგრად ეკონომიკურ ზრდას. აღნიშნული მიზნის მისაღწევად RSM აგრძელებს საერთაშორისო საზღვრების სტრატეგიულ გაფართოვებას ცენტრალურ აზიაში.
2024 წლის 23 აპრილს აღნიშნულ რეგიონში კიდევ ერთი - RSM უზბეკეთის ოფისი გაიხსნა. გახსნის საზეიმო პრესკონფერენცია უზბეკეთის დედაქალაქ ტაშკენტში გაიმართა, რომელსაც RSM-ის გლობალური რეგიონული ლიდერი Mr. Gregor Schmidt, ასევე კომპანიის ადგილობრივი და საერთაშორისო წარმომადგენლობა, მათ შორის RSM საქართველოს მმართველი პარტნიორი, გიორგი კვინიკაძე ესწრებოდა.
უზბეკეთის განვითარების სწრაფი ტემპი
RSM-ის ახალი ოფისის უზბეკეთში გახსნა მნიშვნელოვანი ნაბიჯია კომპანიის საერთაშორისო საზღვრების გაფართოვების თვალსაზრისით. აღსანიშნავია, რომ ცენტრალურ აზიაში ეს უკვე ჩვენი მე-5 ოფისია, რაც ხაზს უსვამს კომპანიის ხედვას რეგიონის პოტენციალზე. ბოლო რამდენიმე წლის მანძილზე თვალსაჩინოა უზბეკეთის განვითარებისა და ტრანსფორმაციის სწრაფი ტემპი, რაც განპირობებულია მნიშვნელოვანი რეფორმებით, ქვეყნის ეკონომიკური ზრდის ტენდენციით და რეგიონში ჩამოყალიბებული პარტნიორული ურთიერთობებით. განვითარების ამ ტრაექტორიამ უზბეკეთს ხელი შეუწყო არა მხოლოდ საერთაშორისო ინვესტიციების მოზიდვასა და ძლიერი ეკონომიკური ლანდშაპტის ჩამოყალიბებას, არამედ ქვეყანა აქცია ცენტრალური აზიის რეგიონში ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს სტრატეგიულ ობიექტად. ქვეყნის ეკონომიკური გაძლიერების კვალდაკვალ, მნიშვნელოვანია ბიზნესებს ადგილობრივ ბაზარზე წვდომა ჰქონდეთ საერთაშორისო სტანდარტების მქონე აუდიტორულ და საკონსულტაციო სერვისებზე, რასაც RSM უზბეკეთის ფილიალი უზრუნველყოფს. მათი მთავარი ამოცანაა, გახდნენ კლიენტების საიმედო პარტნიორი და დაეხმარონ მათ ინფორმირებული ბიზნეს გადაწყვეტილებების მიღებაში.
ქართული ბიზნესის უზბეკეთის ბაზარზე განვითარების პოტენციალი
უზბეკეთის ეკონომიკურ განვითარებასთან ერთად იზრდება აღნიშნული ქვეყნის საბაზრო პოტენციალიც, რაც საქართველოსთვის ძალიან საგულისხმოა. ქართულ ბიზნესს აქვს პოტენციალი, რომ ცენტრალურ აზიაში გაფართოვების გზით გაზარდოს სამომხმარებლო ბაზარი. გარდა ამისა, გაჩნდა საინვესტიციო შესაძლებლობები, რომელსაც დროული აღმოჩენა და გამოყენება სჭირდება. RSM საქართველოს და უზბეკეთის გუნდი მზად არის ერთობლივი პროექტებით მხარი დაუჭიროს ქართული ბიზნესის უზბეკეთის ბაზარზე ინტეგრაციას, რაც ორივე ქვეყნის ეკონომიკური გაძლიერებისკენ იქნება მიმართული. ჩვენი მჭიდრო კოლაბორაციით და შესაბამისად, გაზრდილი რესურსებით, გვაქვს შესაძლებლობა, შევისწავლოთ კონკრეტული ბიზნესის ახალ - უზბეკეთის ბაზარზე შესვლის პოტენციალი, ქვეყნის იურიდიული ლანდშაპტი, საინვესტიციო შესაძლებლობები და სხვა.
სხვადასხვა ქვეყნის ეკონომიკური, იურიდიული და ბიზნეს გარემო გარკვეულ უნიკალურ ასპექტებს ქმნის საერთაშორისო ბაზარზე, სწორედ ამიტომ RSM-ის ყველა ოფისს სტანდარტიზებულ მიდგომებთან ერთად თავისი ინდივიდუალური და ყველასგან გამორჩეული გამოცდილება აქვს. ეს წინაპირობაა იმისა, რომ ფირმების მჭიდრო კოლაბორაციით, განსხვავებული ქეისების და სხვადასხვა ინდუსტრიისთვის დამახასიათებელი ინსაითების გაზიარებით, ჩვენ სრულიად გამორჩეულ, კლიენტის საჭიროებებზე მორგებულ გადაწყვეტებს ვქმნით. RSM საქართველოს პროფესიონალთა გუნდს ადგილობრივ ბაზარზე მუშაობის 16 წლიანი ისტორია აქვს. ჩვენ ვემსახურებით სხვადასხვა ინდუსტრიის ლიდერ კომპანიებს და ვაწვდით საერთაშორისო სტანდარტების შესაბამის აუდიტორულ, საგადასახადო, იურიდიულ, ციფრულ და სხვა საკონსულტაციო სერვისებს. ამ მრავალწლიანი და მრავალფეროვანი გამოცდილების გაზიარება უმნიშვნელოვანესია ჩვენი უცხოელი კოლეგებისთვის, განსაკუთრებით კი იმ ფირმებისთვის, რომლებიც ახლა არიან განვითარების საწყის ეტაპზე. RSM საქართველო სრულ მხარდაჭერას უცხადებს უზბეკეთის გუნდს და მზადაა ერთის მხრივ, დაეხმაროს მათ განვითარებად ბაზარზე სწრაფ ადაპტაციასა და კლიენტებისთვის სანდო პარტნიორად ჩამოყალიბებაში, მეორე მხრივ, კი ითანამშრომლოს მათთან, რათა ხელი შეუწყოს ქართულ ბიზნესს უზბეკეთის ბაზრის და ეკონომიკური პოტენციალის ათვისებაში.