თანამედროვე სამყაროში, სადაც ჩვენს ხელთ არსებული ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი აქტივი - ინფორმაცია და მონაცემები ციფრულ გარემოშია თავმოყრილი, უმნიშვნელოვანესია მათი სათანადოდ დაცვა და გაფრთხილება. RSM, როგორც ერთ-ერთი უმსხვილესი აუდიტორული, საგადასახადო და ბიზნეს საკონსულტაციო სერვისების პროვაიდერი საერთაშორისო ბაზარზე, მონაცემთა უსაფრთხოებას პრიორიტეტულ მიმართულებად აქცევს. ქსელის მასშტაბით, მათ შორის RSM საქართველოში ინფორმაციული უსაფრთხოების საერთაშორისო სტანდარტი, ISO27001 დაინერგა, რაც გულისხმობს ჩვენს ხელთ არსებული ნებისმიერი ინფორმაციის გაფრთხილებას მსოფლიოში დადგენილი უმაღლესი ნორმებით.
ISO27001 ინფორმაციული უსაფრთხოების მართვის სისტემის (ISMS) საერთაშორისო სტანდარტია. ის ადგენს გარკვეულ ჩარჩოს, თუ როგორ უნდა ვმართოთ კომპანიისა და ჩვენი კლიენტების სენსიტიური ინფორმაცია, რაც უზრუნველყოფს მონაცემების დაცვას სხვადასხვა საფრთხეებისა და დარღვევებისგან. დღეს, როცა კიბერ დანაშაულებრივი სქემები მუდმივად იცვლება და დანაშაულის შემთხვევებიც მზარდია, ISO 27001 გვთავაზობს სტრუქტურირებულ მიდგომას, თუ როგორ ამოვიცნოთ და ვმართოთ სენსიტიურ ინფორმაციასთან დაკავშირებული რისკები.
სტანდარტის დანერგვა და სერტიფიცირება საკმაოდ კომპლექსური პროცესია, რომელსაც მნიშვნელოვანი რესურსები, მათ შორის დიდი ფინანსური ინვესტიცია დასჭირდა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოსაწყობად. თუმცა ფინანსურ და ადამიანურ რესურსებთან ერთად მნიშვნელოვანია დროში გაწერილი თანმიმდევრული ნაბიჯების გადადგმა. მოგზაურობა იწყება ორგანიზაციაში არსებული ინფორმაციული უსაფრთხოების მართვის სისტემის (ISMS) საფუძვლიანი შესწავლით. ხდება ამ საკითხთან დაკავშირებული რისკებისა და პოტენციური საფრთხეების იდენტიფიცირება, კომპანიაში არსებული სხვადასხვა კომპიუტერული მოწყობილობებისა და ქსელური ინფრასტრუქტურის შესაბამისი მოწყობა. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია მონაცემთა შენახვა-დამუშავებასთან დაკავშირებული პოლიტიკა-პროცედურების შემუშავება. შემდეგი ნაბიჯი კი თანამშრომელთა სწავლებაა, რათა თითოეულმა მათგანმა გაიაზროს საკუთარი როლი ინფორმაციული უსაფრთხოების შენარჩუნებაში და თავადაც მონაცემთა მცველებად იქცნენ.
RSM საქართველოში ჩვენთვის პრიორიტეტია კლიენტებისთვის ვიყოთ სანდო პარტნიორი ბიზნესის განვითარების გზაზე. ISO27001-ის დანერგვით ჩვენ შევიმუშავეთ ინფორმაციული უსაფრთხოების გაძლიერებული პრაქტიკა, რომლის შესაბამისად დაცული იქნება თითოეული ჩვენი კლიენტის ინფორმაცია, მათი მონაცემთა ბაზები, კონფიდენციალობა და მთლიანობაში, უსაფრთხოება. აღნიშნული მიღწევა კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს ჩვენს ერთგულებას ჩვენი ღირებულებების მიმართ, რომ საქმეს მივუდგეთ მაქსიმალური პასუხისმგებლობით და ვიზრუნოთ ჩვენს კლიენტებზე, რომლებიც გვენდობიან. ჩვენ ვაფასებთ თითოეულ რგოლს, რომელიც ჩართული იყო სტანდარტების დანერგვისა და სერტიფიცირების პროცესში, მათ შორის მადლობას ვუხდით UGT-ის გუნდს, RSM Global-ის წარმომადგენლობასა და ჩვენს კოლეგებს სრული მხარდაჭერისთვის.