SAP Business One მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ERP სისტემაა, რომელიც აქცენტს აკეთებს საშუალო და სწრაფად მზარდ ბიზნესებზე. ის 170-ზე მეტ ქვეყანაში კომპანიებს სთავაზობს გაციფრულების ყველაზე ეფექტურ გზას: სისტემა ერთიან გარემოში ასახავს კომპანიის ყველა მნიშვნელოვან ოპერაციას, უზრუნველყოფს ბიზნეს პროცესების ოპტიმიზაციას და გვთავაზობს რეპორტინგის მოქნილ სისტემას.
პროგრამა აერთიანებს ისეთ ფუნქციონალს, როგორიცაა ფინანსური მენეჯმენტი, გაყიდვებისა და მომხმარებლების მენეჯმენტი, შესყიდვები და მარაგების კონტროლი, წარმოების დაგეგმვა, მონაცემების შეგროვება, ანალიტიკა და რეპორტინგი. გარდა ამისა, SAP Business One-ს აქვს განსაკუთრებული მოქნილობა, რაც გვაძლევს მნიშვნელოვანი ინტეგრაციების შესაძლებლობას და ზრდის პროცესების ეფექტურობას.
RSM Georgia Solutions-ი SAP B1-ის უმსხვილესი, ვერცხლის პარტნიორია საქართველოში. კომპანია თითქმის ყოველწლიურად იღებს SAP-ის მიერ რეგიონისთვის განკუთვნილ ჯილდოს და დასახელებულია, როგორც SAP B1-ის ერთ-ერთი ლიდერი პროვაიდერი ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში. აღსანიშნავია, რომ ჩვენი სპეციალისტები SAP-ის პირველი სერტიფიცირებული კონსულტანტები არიან საქართველოში, რაც გვაძლევს შესაძლებლობას თანამედროვე ERP სისტემის პოტენციალი სრულად ავითვისოთ და მოვარგოთ ჩვენი კლიენტების ინდივიდუალურ საჭიროებებს.
RSM Georgia Solutions-ი ნერგავს SAP B1-ის ლოკალიზებულ ვერსიას, რაც ნიშნავს იმას, რომ სისტემა სრულად მორგებულია საქართველოში არსებულ ბიზნეს გარემოზე. ლოკალიზაციის პაკეტი გულისხმობს, რომ:
- SAP Business One ორმხრივად არის ინტეგრირებული შემოსავლების სამსახურის პორტალთან (RS.ge)
- პროგრამა ინტეგრირებულია საქართველოს ბანკისა და თიბისი ბანკის ციფრულ სისტემასთან
- პროგრამაში ჩაშენებულია დღგ-ის, საშემოსავლო და საპენსიო დეკლარაციების ავტომატურად გენერირების ფუნქცია
- პროგრამაში ავტომატურად აღირიცხება საშემოსავლო და საპენსიო გადასახადი
- და სხვა.