International Accounting Bulletin (IAB) არის საერთაშორისო აღიარების მქონე გამომცემლობა, რომელიც ყოველდღიურად გვაწვდის გლობალურ სიახლეებსა და ინფორმაციას ბუღალტრული აღრიცხვის ინდუსტრიის შესახებ. ის აქცენტს აკეთებს ისეთ საკითხებზე, როგორიცაა აუდიტორული, საგადასახადო, საკონსულტაციო მომსახურება, მსოფლიო ბაზარზე წამყვანი ფირმების საქმიანობა, შერწყმა-შეძენის საკითხები და სხვა მარეგულირებელი მოვლენები. IAB განსაკუთრებით ცნობილია თავისი ყოველწლიური ანალიტიკით, რომელიც აფასებს აუდიტორულ ქსელებსა და ასოციაციებს შემოსავლებისა და თანამშრომლების მონაცემების საფუძველზე სხვადასხვა ქვეყანასა თუ რეგიონში.

IAB-ის 2025 წლის კვლევის შედეგები და საბუღალტრო ფირმების რეიტინგი უკვე გამოქვეყნდა. IAB-ის რეიტინგში ცენტრალურ ადგილს იკავებს RSM International-ი, რომელიც მსოფლიო ბაზარზე მე-6 პოზიციით ლიდერობს. 2024 წელს ჩვენი ქსელის მთლიანმა შემოსავალმა 9,973 მილიარდი აშ.შ. დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის მონაცემთან შედარებით 6%-იან ზრდას ასახავს. ქსელის მდგრად განვითარებას მნიშვნელოვნად განსაზღვრავს ჩვენი ღირებულებები და დამოკიდებულება კლიენტებისა და საქმისადმი. RSM-ში გვჯერა, რომ ინოვაციებს, პასუხისმგებლობას, ხარისხისადმი ერთგულებას, ცოდნასა და გუნდურობას ალტერნატივა არ აქვს. სწორედ მათი ერთობლივობა გვაქცევს ჩვენი კლიენტებისთვის შეუცვლელ პარტნიორად, ვისაც ზუსტად ესმის მათი საჭიროებები. 

ახლა კი გვინდა გაგიზიაროთ IAB-ის მიერ გამოქვეყნებული კვლევის შედეგები. 

წელს მსოფლიო მასშტაბით ჩატარებულ კვლევაში 33 აუდიტორული, საგადასახადო და ბიზნეს საკონსულტაციო ფირმა ჩაერთო, რომელთა ერთობლივი შემოსავალი წინა წელთან შედარებით 7%-ით გაიზარდა ( აღნიშნული მაჩვენებელი 2024 წელს, 2023 წელთან შედარებით 8%-ს შეადგენდა). კვლევაში მონაწილე ყველა ფირმის ერთობლისი შემოსავალი 2024 წელს $297,193.2 მილიონი აშშ. დოლარია, გასული წლის მონაცემი კი $274,844.8 მილიონი.

დიდ ოთხეულში შემავალი ფირმების ზრდა გასულ წელთან შედარებით შენელებულია.  Deloitte, PWC და EY-ის შემოსავლები თანაბრად, 4%-ით გაიზარდა (2024 წლის მონაცემებით აღნიშნული მაჩვენებელი 9%, 6% და 9% იყო შესაბამისად), KPMG-ის მაჩვენებელი კი უცვლელი - 5% დარჩა. 

დიდი ოთხეულის გარეთ, პირველ ათეულში შემავალი კომპანიების, მათ შორის RSM-ის გლობალური შემოსავალი მინიმუმ 6%-ით გაიზარდა. უმნიშვნელოდ შეიცვალა თანამშრომელთა რაოდენობაც კვლევაში მონაწილე ფირმებში, მთლიანობაში მათი რაოდენობა 1%-ით გაიზარდა. 

შემოსავლები სერვისების ჭრილში: 

IAB-ის კვლევაში გამოყოფილია სფეროს ძირითადი 4 სერვისი: აუდიტორული და მარწმუნებელი მომსახურება, საბუღალტრო, საგადასახადო და საკონსულტაციო მომსახურება. წელს ოთხივე მომსახურების ხაზმა დადებითი, ორნიშნა ზრდა დააფიქსირა წინა წელთან შედარებით, მათ შორის აუდიტის მიმართულებით 14%-იანი, საბუღალტრო მიმართულებით -13%-იანი, საგადასახადო და საკონსულტაციო მიმართულებებით კი თანაბარი, 10%-იანი ზრდა. 

საკონსულტაციო სერვისებით მიღებული შემოსავალი აღემატება ყველა სხვა მიმართულებით მიღებულ შემოსავალს და 117,397.6 მილიონ ა.შ.შ. დოლარს შეადგენს. ამ მიმართულებით დიდი ოთხეულიდან Deloitte ლიდერობს, EY კი დიდი ოთხეულის ერთადერთი წევრი იყო, რომელმაც საკონსულტაციო სერვისებით მიღებული შემოსავლის კლება აჩვენა- ეს მონაცემი წინა წელთან შედარებით 5%-ით შემცირდა. აღსანიშნავია, რომ დიდი ოთხეულის მიღმა, საკონსულტაციო სერვისებით მიღებული შემოსავლით მსოფლიო ბაზარზე RSM ლიდერობს. აღნიშნული მაჩვენებელი წინა წელთან შედარებით 26%-ით გაიზარდა და $3,881.5 მილიონი შეადგინა. 

საბუღალტრო სერვისებით მიღებული შემოსავლებით, წელს BDO $2,241.3 მილიონით ლიდერობს.  საგადასახადო სერვისებით მიღებული შემოსავლებით კი PwC, რომელმაც წელს აღნიშნული სერვისის ჭრილში $12,737.6 მილიონი დააგენერირა. 

აუდიტისა და მარწმუნებელი მომსახურების ჭრილში PwC-მ შთამბეჭდავი, 28%-იანი ზრდა აჩვენა და $19,383.4 მილიონი შეადგინა. 


შემოსავლების გადანაწილება რეგიონების მიხედვით (არ მოიცავს დიდი ოთხეულის მონაცემებს)

IAB-ის მონაცემებზე დაყრდნობით, 2024 წელს ყველა რეგიონში გაიზარდა მთლიანი საკომისიო შემოსავალი, მათ შორის ორნიშნა პროცენტული ზრდა დაფიქსირდა ჩრდილოეთ ამერიკაში, ევროპასა და ახლო აღმოსავლეთში ( 12%, 11% და 10% შესაბამისად). 

შემოსავლების თვალსაზრისით ჩრდილოეთ ამერიკაში ყველაზე მსხვილი მონაცემი - $40,644.0 მილიონი დაფიქსირდა, შემდეგ მოდის ევროპა - $27,285.7 მილიონით, აზია-წყნარი ოკეანე - $12,749.8 მილიონით, ლათინური ამერიკა - $2,117.2 მილიონით, ახლო აღმოსავლეთი $1,237.0 მილიონით, ხოლო აფრიკა $978.5 მილიონით.

ევროპის რეგიონში, ამ რეგიონში წარმოდგენილი პირველი ათეულიდან ყველა ფირმამ ორ ნიშნა პროცენტული ზრდა აჩვენა. 

* Source: International Accounting Bulletin