ლევან ქაჯაია
ლევან ქაჯაიას 15 წელზე მეტი გამოცდილება აქვს ინფორმაციული ტექნოლოგიების მიმართულებით. 1997-1998 წლებში ლევანი ერთ-ერთი პირველი იყო ვინც ასწავლიდა კომპიუტერულ პროგრამებს და თანამშრომლობდა კომპიუტერის შემსწავლელ სკოლასთან „სიგმასთან“. მომდევნო წლებში ის იყო ინფორმაციული ტექნოლოგიების დარგში მომხმარებელთან ურთიერთობის სპეციალისტი და თანამშრომლობდა სხვადასხვა კომპანიებთან. 2004 წელს მან პარტნიორებთან ერთად დააარსა Integrated Business Solutions (IBS), რომელიც სპეციალიზირებული იყო სავაჭრო, დისტრიბუციის, საბუღალტრო გადაწყვეტილებების შექმნასა და ERP სისტემების განვითარებაში. ლევანი 12 წლის განმავლობაში იკავებდა მმართველი დირექტორის პოზიციას ამავე კომპანიაში.
RSM საქართველო სოლუშენს
2015 წელს ლევანი შემოუერთდა RSM საქართველოს გუნდს და დააარსა შვილობილი კომპანია RSM საქართველო სოლუშენსი. 2016 წელს მისმა გუნდმა წარმატებით გაიარა SAP Business One-ის სერტიფიცირება და შესაბამისად გააფორმა პარტნიორული ხელშეკრულება მსოფლიო კლასის ბიზნეს გადაწყვეტილებების მომწოდებელთან - SAP-თან. ამავე წელს, დსთ-ს რეგიონის მასშტაბით კომპანიამ მიიღო SAP-ის ჯილდო „სწრაფი სტარტი“ წარმატებით დაწყებული და განხორციელებული პროექტისთვის, ხოლო 2017 და 2018 წლებში დაჯილდოვდა ნომინაციაში „ყველაზე მეტი ახალი კლიენტი“.
ლევანი წლიდან წლამდე ზრდის საერთაშორისო კავშირებს და თავის გუნდთან ერთად პარტნიორულ ურთიერთობას ამყარებს ისეთ საერთაშორისო კომპანიებთან, რომლებიც ბაზარს სთავაზობენ მსოფლიო დონის გადაწყვეტილებებს საცალო გაყიდვების, წარმოებისა და ლოჯისტიკის მიმართულებით.
კვალიფიკაცია
ლევანს უმაღლესი განათლება მიღებული აქვს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ეკონომიკის მიმართულებით.