ზვიად ნასყიდაშვილი

ზვიადი მაღალკვალიფიციური სპეციალისტია საგადასახადო სფეროში.  ამ სფეროში მუშაობის 10 წელზე მეტი გამოცდილება აქვს. 2010 წლამდე იგი იკავებდა წამყვან პოზიციებს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურში და დააგროვა მუშაობის ფართო და მრავალმხრივი გამოცდილება.

2010 წელს იგი RSM საქართველოს გუნდს შეუერთდა და წარმატებით ხელმძღვანელობს საგადასახადო საკონსულტაციო განყოფილებას. მას აქვს ფართო და მრავალმხრივი გამოცდილება სხვადასხვა ბიზნეს სფეროში, მათ შორის: ფარმაცევტულ, სადისტრიბუციო,  სატრანსპორტო და ბევრ სხვა სექტორში.

ზვიადი აქტიურად არის ჩართული თანამშრომლების განათლების პროცესში უწყვეტი შიდა ტრენინგების ორგანიზებით, მენტორინგით და ქოუჩინგით.

წევრობა ასოციაციაში:

საქართველოს პროფესიონალ ბუღალტერთა და აუდიტორთა ფედერაციის წევრი. 

კვალიფიკაცია:

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ გაცემული სერტიფიკატი ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების კურსის გავლის შესახებ
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ გაცემული სერტიფიკატი ფინანსური აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების გაძლიერებული კურსის გავლის შესახებ