ბექა ლაცაბიძე
ბექა ლაცაბიძე 2016 წლიდან ჩართულია ბიზნეს გადაწყვეტილებების პროგრამული უზრუნველყოფის სფეროში. მას მნიშვნელოვანი როლი მიუძღვის RSM საქართველო სოლუშენსის პროდუქტების განვითარებაში, ჩართულია ERP და საცალო გაყიდვების გადაწყვეტილებების შემუშავებისა და ლოკალიზაციის საკითხებში. იგი ყოველდღიურად ჩართულია SAP გადაწყვეტილებაზე სხვადასხვა მოდიფიკაციების განხორცილების კუთხით (ე.წ. add-on), რომელთა საშუალებითაც პროგრამული გადაწყვეტილება ხდება მეტად მორგებული დამკვეთი ორგანიზაციის მოთხოვნებსა და ინდუსტრიის გამოწვევებს.
მისი კარიერული ზრდა სწორედ RSM საქართველო სოლუშენსში დაიწყო SAP გადაწყვეტილების დეველოპერის პოზიციით. ამჟამად იგი ხელმძღვანელობს პროგრამირებისა და აიტი ოპერაციების დეპარტამენტს.
კვალიფიკაცია:
ბექას ბაკალავრის განათლება მიღებული აქვს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში კომპიუტერული მეცნიერებების მიმართულებით.
აქვს მიღებული აიტი კონსალტინგის მიმართულებით შემდეგი სერტიფიკატები:
- SUSE Certified Administrator in Enterprise Linux 12
- SAP course: In Action – Integration Framework for SAP Business One
- SAP course: Introduction to SAP HANA Administration