თათია წულაია
თათია წულაია RSM საქართველო სოლუშენსის გუნდის ერთ-ერთი პირველი წევრია და ERP გადაწყვეტილებების კონსალტინგისა და მხარდაჭერის სფეროში აქვს უკვე ოთხწლიანი გამოცდილება. ის კომპანიას შემოუერთდა როგორც SAP გადაწყვეტილების ბიზნეს კონსულტანტი, ხოლო ახლა უკვე ხელმძღვანელობს კონსულტანტებისგან შემდგარ გუნდს. თათია ჩართულია კონსალტინგის, ანალიტიკის, იმპლემენტაციისა და მხარდაჭერის პროცესებში.
მისი ხელმძღვანელობითა და უშუალო ჩართულობით SAP გადაწყვეტილების იმპლემენტაცია წარმატებით განხორციელდა ისეთ კომპანიებში, როგორებიცაა: საქართველოს აეროპორტების გაერთიანება, კრედიტინფო საქართველო, Abitek, რამადა ენკორ თბილისი და ა.შ.
კვალიფიკაცია:
თათიამ ბაკალავრის მიმართულება წარჩინებით დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ეკონომიკის მიმართულებით, ხოლო მაგისტრატურა გააგრძელა ბიზნეს-ტექნოლოგიების უნივერისტეტში მენეჯმენტის, ფინანსებისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების მიმართულებით. სამაგისტრო ნაშრომი: "MBO (Management By Objectives) მართვის თანამედროვე მიდგომების დანერგვის თავისებურებები საქართველოში არსებულ მცირე და საშუალო ბიზნესებში", სექტორი - პროფესიული სერვისები.